თავში

"საარჩევნო კოდექსში" 40-მდე ცვლილებაა შესატანი - ვაშაძე

"საარჩევნო კოდექსში" 40-მდე ცვლილებაა შესატანი - ვაშაძე
საარჩევნო კოდექსში 40-მდე ცვლილებაა შესატანი - ვაშაძე

"საარჩევნო კოდექსში" 40-მდე ფუნდამენტური ცვლილებაა შესატანი, რათა არჩევნებზე მიმავალ მოქალაქეს ხმის მოპარვის არ ეშინოდეს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. 

ვაშაძის თქმით, ცვლილებების ფართო სპექტრი იმისთვის არის საჭირო, რომ ხმების გაყალბების შესაძლებლობა მინიმუმამდე შემცირდეს და ე.წ "კარუსელის" დატრიალების შესაძლებლობა გაქრეს. 

"ძალიან ბევრი ცვლილებაა შესატანი. გუშინ გვქონდა საბოლოო სამუშაო შეხვედრა ოპოზიციურ შარლ მიშელის ჯგუფს, ასე დავარქმევდი, ვინც ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს. მომზადებული ჩამოვედით ტექნოლოგიურ - სამართლებრივი კუთხით. დღეს უკვე პირველი დეტალური გავლა გვექნება. ცვლილებებია საჭირო მაგალითად: კომისიებში პარიტეტების ცვლილება, ტექნოლოგიების გამოყენება, იმისთვის რომ არჩევნები არ გაყალბდეს,პროცედურული და დავების ახლებური მექანიზმების გამოყენება. 34-40 ფუნდამენტური ცვლილებაა, რომლის მთავარი მიზანიც არის ის, რომ საარჩევნო გარემო იყოს სანდო და ადამიანი როცა მიდის არჩევნებზე, არ ეშინოდეს ხმის მოპარვის. ინიცირებულ კანონპროექტშიც არის ბევრი ცვლილება შესატანი. მაგალითად, კომისიის წევრები საერთოდ აღარ იყო გათვალისწინებული საუბნო დონეზე და კომისიის წევრები უნდა იყოს საუბნო დონეზე, ამაზე ჩვენ შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში შევთანხმდით. იგივე ტექნოლოგიებთან დაკავშირებით - გარმონისებრი ბიულეტენი უნდა იყოს, რომელსაც აქვს ბარკოდი და შრტრიხკოდი და ეს ყველაფერი კონტროლდება რომ ვიღაცამ გარეთ არ გაიტანოს "კარუსელისთვის". ფართო სპექტრია ცვლილებების", - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით კაჭრეთში, გასვლითი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system