თავში

საბოტაჟი დასრულებულია - ირაკლი კობახიძე

საბოტაჟი დასრულებულია - ირაკლი კობახიძე
საბოტაჟი დასრულებულია - ირაკლი კობახიძე

"ეს იყო იმის დემონსტრირება, თუ ვინ არის რეალური ლიდერი "ნაციონალურ მოძრაობაში". - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან სუსტად ჩანდა მელია.

"მას არ აქვს პოლიტიკურ პროცესებში დადებითი ტენდენცია, გამოჩნდა ვინ არის რეალური ლიდერი იმ პოლიტიკურ პროცესში, რომელიც წარიმართება რადიკალური ოპოზიციის მხარეს. ეს პირველ რიგში ოპოზიციის ამ ნაწილს არ წაადგება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მისივე თქმით, საბოტაჟი დასრულებულია.

"რაც მთავარია, შარლ მიშელმა უკვე განაცხადა, რომ კრიზისი დასრულებულია. ახლა, სხვა პარტიები შევლენ თუ არა პარლამენტში, ეს მეორეხარისხოვანია, საბოტაჟი დასრულებულია, ე.წ. პოლიტიკური კრიზისი დასრულებულია, ეს არის მთავარი, "ნაციონალური მოძრაობა" შევა თუ რა პარლამენტში ეს მათი გადასაწყვეტია“,- განაცხადა კობახიძე.

შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია უკრაინიდან დაბრუნდა, სადაც ის მიხეილ სააკაშვილთან კონსულტაციებს მართავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system