თავში

საგანგებო მდგომარეობა უქმდება

საგანგებო მდგომარეობა უქმდება
საგანგებო მდგომარეობა უქმდება

საგანგებო მდგომარეობა აღარ გაგრძელდება,- ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გააკეთა, გიორგი გახარიას თქმით ამის აუცილებლობა აღარ არსებობს. მისივე თქმით 22 მაისის შემდეგ საქართველოს მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების თხოვნით პრეზიდენტს და პარლამენტს აღარ მიმართავს.

გიორგი გახარიას თქმით ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვები სრულად მოიხსნება.  

„საქართველოს მთავრობამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ღრმა ანალიზის შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება, 22 მაისის შემდგომ პრეზიდენტს და პარლამენტს აღარ მიმართოს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გაგრძელების მიზნით. დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების თხოვნით პარლამენტს მთავრობა აღარ მიმართავს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეზღუდვები, რომელიც დაწესებულია, იქნება მოხსნილი. შეზღუდვების ნაწილი, რომელიც აუცილებელია ეპიდემიოლოგების აზრით, რათა შევინარჩუნოთ რისკების კონტროლის მაღალი დონე, რომელიც გვაქვს, აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს. ამისთვის მივმართავთ პარლამენტს, რათა დავიწყოთ მსჯელობა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ვმართოთ ეპიდემია და რისკები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system