თავში

საქართველო შეიძლება იყოს საუკეთესო ადგილი მოლაპარაკებებისთვის - კობახიძე

საქართველო შეიძლება იყოს საუკეთესო ადგილი მოლაპარაკებებისთვის - კობახიძე
საქართველო შეიძლება იყოს საუკეთესო ადგილი მოლაპარაკებებისთვის - კობახიძე

საქართველო შეიძლება იყოს საუკეთესო ადგილი და პლატფორმა იმისთვის, რომ ასეთი ტიპის სამშვიდობო მოლაპარაკებები შედგეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეთავაზების შეფასებისას განუცხადა. 

კობახიძის თქმით, ეს არის უმნიშვნელოვანესი გზავნილი.

საქართველოს აქვს კეთილმეზობლური ურთიერთობა და ტრადიციული ისტორიული მეგობრობა გვაკავშირებს ორივე ქვეყანასთან. აქედან გამომდინარე, საქართველო შეიძლება იყოს საუკეთესო ადგილი და პლატფორმა იმისთვის, რომ ასეთი ტიპის სამშვიდობო მოლაპარაკებები შედგეს და ბუნებრივია ჩვენ სიამოვნებით მივიღებთ ჩვენს თავზე ასეთ მისიას თუ ამის ინტერესი იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი სამშვიდობო პროცესს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system