თავში

საქართველოს პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, განცხადებას ავრცელებს:

„რაც არ უნდა მძიმე და დამაფიქრებელი იყოს დღევანდელი ვითარება და ყველა საკუთარ ბედზე თუ ახლობლებზე ღელავდეს, არ გვაქვს უფლება დავივიწყოთ, რომ დღეს, 29 წლის წინ, რეფერენდუმის გზით, ქართველმა ერმა დამოუკიდებელი სახელმწიფო აღადგინა.

საოცარი ის არის, რომ იმ დროს ხალხმა, საბჭოთა 70 წლიანი ციხეგამოვლილმა, გაიაზრა თავისუფლების და ერთიანიბის ფასი და ერთსულოვნად დამოუკიდებლობას მისცა ხმა.

ამ სასწაულის ინიციატორის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეც არის დღეს.

ნათელში იყოს მისი სული!

ქართველ ერმა კი არ დაივიწყოს ერთობის ძალა, რომელმიც ყველაფერს გადაგვატანინებს და დაგვაძლევინებს!“ – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system