თავში

საქართველოს ჟანგბადით აზერბაიჯანი და თურქეთი ეხმარებიან

საქართველოს ჟანგბადით აზერბაიჯანი და თურქეთი ეხმარებიან
საქართველოს ჟანგბადით აზერბაიჯანი და თურქეთი ეხმარებიან

დღეს კლინიკაში მყოფი პაციენტების დიდი ნაწილი, დაახლოებით 70 პროცენტი ჟანგბადდამოკიდებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ სჭირდებათ ჟანგბადის მიწოდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ აღნიშნა.

მისივე ინფორმაციით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კლინიკებთან აქტიურად მუშაობს როგორ ეკონომიკის სამინისტრო, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომ ჟანგბადის დამატებითი მარაგები იყოს მობილიზებული სხვადასხვა ქვეყნიდან. 

გაბუნიას განცხადებით, გასული წლიდან ამ დრომდე საქართველოს ჟანგბადით აზერბაიჯანი და თურქეთი ეხმარებიან.

„აზერბაიჯანი და თურქეთი გვეხმარებოდა გასულ წელს და ისევ გვეხმარებიან ბოლო პერიოდის განმავლობაში. 25-მდე კლინიკამ, დაიმატა თავისი ავტონომიური ქარხანა და ისინი ამ მიმართულებით არავიზე დამოკიდებული არ არიან. 

ჩვენ კლინიკებს ყოველთვის ვაფრთხილებთ ჟანგბადის მოხმარების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით, რათა ისე არ მოხდეს, რომ ჟანგბადის წყარო იყოს გახსნილი და იკარგებოდეს ჟანგბადი, სამწუხაროდ, გვქონდა ასეთი შემთხვევებიც. ამდენად, ეს არის მიმდინარე სამუშაო პროცესი. არ არსებობს განგაშის საფუძველი. არის რამდენიმე წყარო, თუ ერთი წყარო რაღაც მომენტში შეფერხდება, მეორე წყარო იყოს ადგილზე. ამის მნიშვნელობა ყველას ესმის და მაქსიმალური მობილიზებაა, რომ კლინიკებს ეს პრობლემა არ შეექმნათ, მაგრამ მუშაობის რეჟიმი არის საკმაოდ დატვირთული“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system