თავში

საქართველოში არჩევნების გაყალბება შეუძლებელი იქნება - იოსელიანი

საქართველოში არჩევნების გაყალბება შეუძლებელი იქნება - იოსელიანი
საქართველოში არჩევნების გაყალბება შეუძლებელი იქნება - იოსელიანი

"საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებები ერთობლიობაში ნამდვილად გააჩენს იმის განცდას, რომ საქართველოში არჩევნების გაყალბება შეუძლებელი იქნება, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

"შემოგვაქვს ელექტრონული დათვლისა და ელექტრონული ანაბეჭდების მექანიზმი, შემოგვაქვს ავტომატურ რეჟიმში შემთხვევითი შერჩევის წესით 10%-ის სავალდებულოდ გადათვლის ვალდებულება, შემოგვაქვს საჯარიმო სანქციები შეკრებაზე, 100 მეტრის რადიუსით იზრდება შეკრება საარჩევნო უბნებთან და დაუბალანსებელი ოქმების შემთხვევაში ავტომატურად დაექვემდებარება გადათვლას თუ დაუბალანსებელი იქნება ოქმი, ეს ყველაფერი ერთობლიობაში ნამდვილად გააჩენს იმის განცდას, რომ საქართველოში არჩევნები შეუძლებელი იქნება, რომ გაყალბდეს", - განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით კაჭრეთში, გასვლითი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system