თავში

საქართველოში ჰეიდარ ალიევის ხსოვნის დღე აღინიშნა

საქართველოში ჰეიდარ ალიევის ხსოვნის დღე აღინიშნა
საქართველოში ჰეიდარ ალიევის ხსოვნის დღე აღინიშნა

საქართველოში აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის გარდაცვალების მე-18-ე წლისთავი აღნიშნეს. ჰეიდარ ალიევის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში ფაიგ გულიევმა, აზერბაიჯანის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰასან ჰასანოვმა, საელჩოს თანამშრომლებმა, SOCAR-ის წარმომადგენლებმა, საქართველოში აზერბაიჯანის ბიზნესმენთა კავშირის (AZEBI) გამგეობის თავმჯდომარემ ნარიმან გურბანოვმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა. ეროვნული ლიდერი ძეგლი ყვავილებით შეამკეს რუსთავშიც.

თბილისში, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოფენის „ჰეიდარ ალიევის მემკვიდრეობა და ურთიერთობა საქართველოსთან“ გახსნის ცერემონია გაიმართა.  

ცერემონიას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, აზერბაიჯანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰასან ჰასანოვი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი, SOCAR Energy Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი მაჰირ მამედოვი, ქართველი ცნობილი საზოგადოება და ესწრებოდნენ პოლიტიკური მოღვაწეები, აზერბაიჯანული თემის წევრები. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძის განცხადებით,- "ჰეიდარ ალიევმა დიდი წვლილი შეიტანა საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში."

"ჰეიდარ ალიევის დამსახურებაა ის, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობებია,"- განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდიმ. 

გამოფენა ვიზიტორებისთვის ორი დღის განმავლობაში იქნება ღია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system