თავში

საქართველოში რამდენიმე ზარისა და მუქარის შემდეგ შემომიშვეს - უკრაინის ომბუდსმენი

საქართველოში რამდენიმე ზარისა და მუქარის შემდეგ შემომიშვეს - უკრაინის ომბუდსმენი
საქართველოში რამდენიმე ზარისა და მუქარის შემდეგ შემომიშვეს - უკრაინის ომბუდსმენი

უკრაინის ომბუდსმენმა, ლუდმილა დენისოვამ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის საქართველოში შემოსვლისას 40 წუთით დააყოვნეს და ქვეყანაში ვიზიტის მიზეზს ეკითხებოდნენ. როგორც ომბუდსმენმა განმარტა, მხოლოდ რამდენიმე ზარისა და მუქარის შემდეგ შემოუშვეს

"თქვენ მკითხეთ იმაზე, რომ გუშინ საქართველოში არ შემოუშვეს უკრაინელი ადვოკატი. მე ასევე უნდა ვთქვა, ის რაც, გუშინ ეს არ ვთქვი, ასევე არ მინდოდა დილით მეთქვა, რომ უცებ ციხეში შესვლასთან დაკავშირებით პრობლემები არ მქონოდა. გუშინ 40 წუთი მეკითხებოდნენ, რატომ ჩამოვედი საქართველოში, გამომკითხეს და დამაყოვნეს. მხოლოდ რამდენიმე ზარისა და მუქარის შემდეგ შემომიშვეს. ამიტომ, როგორც ჩანს ყველაფერი მარტივად არ არის", - განაცხადა დენისოვამ.

როგორც დენისოვამ განაცხადა, დააფიქსირა მისი უფლებების დარღვევები რის შესახებაც აცნობებს საქართველოს იუსტიციის მინისტრს, უკრაინის პრეზიდენტს, უკრაინაში ევროპული ქვეყნების საელჩოებსა და ევროპარლამენტარებს.

ლუდმილა დენისოვა მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ვიზიტის მთავარი მიზანი იყო გაერკვია, ექსპრეზიდენტის უფლებები რამდენად არის დაცული

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system