თავში

საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში - კობახიძე

საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში - კობახიძე
საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში - კობახიძე

საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში, მაგრამ არ არიან პოლიტპატიმრები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში არჩევნები არ გაყალბებულა და პოლიტპატიმრებიც არ არიან, თუმცა, ოპოზიცია განსხვავებულს ამტკიცებს.

,საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან. მხოლოდ საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში, მაგრამ არ არიან პოლიტპატიმრები. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. არჩევნები რომ არ გაყალბებულა და პოლიტპატიმრები რომ არ არსებობენ, ეს ვიცით და ოპოზიცია განსხვავებულ რამეს ამტკიცებს. შესაბამისად, აქ არის რა თქმა უნდა, პრინციპული აზრთა სხვადასხვაობა და ბუნებრივია ეს აისახება თვითონ შეთანხმების პუნქტებზეც. რთული ამოცანა აქვს ბატონ დანიელსონს, თუმცა მე კვლავაც იმედს ვიტოვებ, რომ შეთანხმებამდე მივა ეს პროცესი“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი უკვე მეოთხე დღეა, როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება. 

შვედი დიპლომატი ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოლიტიკური მედიაციის პროცესში, მედიატორის როლს ასრულებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system