თავში

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონპროექტი პარლამენტს დღეს წარედგინება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონპროექტი პარლამენტს დღეს წარედგინება
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონპროექტი პარლამენტს დღეს წარედგინება

კანონპროექტს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარადგენენ. პროექტის ავტორები საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ, რაზეც გადაწყვეტილება ბიურომ უნდა მიიღოს.

ცვლილებების პაკეტი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე, ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი უწყების - პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურების შექმნას ითვალისწინებს.

ცვლილებების პროექტი უმრავლესობის დეპუტატებმა: რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. მათ მიერ მოთხოვნილია საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვა, რაზეც გადაწყვეტილება ბიურომ უნდა მიიღოს.

პროექტის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ექნება. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, მას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ენიჭება.

გარდა ამისა, ახლად შექმნილ საგამოძიებო სამსახურს საგამოძიებო ქვემდებარობა გაეზრდება - სახელმწიფო ინსპექტორის მიერ ამჟამად გამოსაძიებელ დანაშაულების გარდა, მას "სისხლის სამართლის კოდექსის" სხვა შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილებაც მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი დანაშაულები მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის, ასევე პროკურორის გარდა, სხვა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ არის ჩადენილი.

ცნობისთვის, სახელწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ 25 დეკემბერს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა საახალწლო სიურპრისი აღმოჩნდა. 

ფაქტზე განმარტება გააკეთა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ - ირაკლი კობახიძის მტკიცებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება არ განიხილება და ინიციატივა აღნიშნული უწყება ორი სამსახურით ჩანაცვლდება

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system