თავში

სალომე ზურაბიშვილი: არ მესმის რატომ არის აქცენტი მხოლოდ დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე

სალომე ზურაბიშვილი: არ მესმის რატომ არის აქცენტი მხოლოდ დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე
სალომე ზურაბიშვილი: არ მესმის რატომ არის აქცენტი მხოლოდ დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ აკონკრეტებს შეწყალებულთა შორის იქნება თუ არა დეკანოზი გიორგი მამალაძე. მისი თქმით, გაუგებარია, რატომ არის მხოლოდ მამალაძის შეწყალების მიმართ ასეთი ინტერესი. როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, როცა გამოსცემს შეწყალების აქტს, იქ იქნება შეწყალებულთა სიაც. 

„მამალაძეს აქ არ გეტყვით. შეწყალების აქტი როცა გამოიცემა, ყველა გაეცნობა ვინ არის შეწყალების აქტში. არასწორია სხვა ოჯახებისთვის, რომლებიც არანაკლებად ელოდებიან გადაწყვეტილებას. არ იქნება სწორი რომ ჩვენ მხოლოდ მამალაძეზე ვისაუბროთ და არ მესმის რატომ არის მხოლოდ მამალაძეზე ასეთი აქცენტი და მხოლოდ მასზე საუბარი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2 დეკემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით საქართველოს საპატრიარქომ პრეზიდენტს 8 ნოემბერს მიმართა. ადმინისტრაციის ცნობით, მსჯავრდებულთა შეწყალება მიმდინარეობს შეწყალების ახალი წესის შესაბამისად.  შეწყალების ახალი წესი ძალაში 27 ნოემბერს შევიდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system