თავში

სალომე ზურაბიშვილმა ვლადიმირ ზელენსკი საქართველოში მოიწვია

სალომე ზურაბიშვილმა ვლადიმირ ზელენსკი საქართველოში მოიწვია
სალომე ზურაბიშვილმა ვლადიმირ ზელენსკი საქართველოში მოიწვია

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი საქართველოში მოიწვია.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში ვიზიტისას განაცხადა, აღნიშნული ვიზიტი, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობების გაძლიერების საწყისია. 

"დღევანდელი ვიზიტი მხოლოდ საწყისია ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობების გაძლიერებისა. პრეზიდენტ ზელენსკის ვეპატიჟები, 18 ივლისს ვიზიტით ჩამოვიდეს საქართველოში. ასევე, მესმის, რომ ყირიმის პლატფორმას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და როგორც კი ჩავალთ, კოორდინაციის რეჟიმში გადავწყვეტთ, ვინ იქნება საქართველოს წარმომადგენელი ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო უთუოდ იქნება ამ პლატფორმაზე წარმოდგენილი. ამასთან, ვიმედოვნებ, რომ მომავალ წელს ჩვენი ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ მაღალ დონეზე და შევთავაზე პრეზიდენტ ზელენსკის, კულტურული დღეებით აღვნიშნოთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system