თავში

სამ ძალიან მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხს პასუხი გაეცა - მამუკა მდინარაძე

სამ ძალიან მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხს პ
სამ ძალიან მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხს პასუხი გაეცა - მამუკა მდინარაძე

"ამერიკის შეერთებული შტატების სენატში გამართულ მოსმენებზე სამ ძალიან მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხს პასუხი გაეცა", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ნიკა მელიას მიმართ აშშ-ში გამოყენებული იყო ტერმინი "კანონდარღვევა" რაც მის "პოლიტპატიმრად" მოხსენიებას საფუძველს უკარგავს. მდინარაძემ ისიც განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები, შეფასებული იყო, როგორც სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარებული. ამასთან, პირობა დადო, რომ საქართველოს სახელმწიფო პროდასავლურ კურსს არ შეიცვლის. 

"პირველი - ცრუ ნარატივი ნაცმოძრაობის... და ამას გაეცა პირველ რიგში პასუხი, რომელიც შეეხებოდა „პოლიტპატიმარ“ ნიკა მელიას და პასუხი ამაზე ჩვენი სტრატეგიული პარტნორების მხრიდან იყო, რომ მან დაარღვია კანონი და აქ ვერ ვისაუბრებთ პოლიტპატიმრებზე.

მეორე იყო, გაყალბებული არჩევნები და ეუთო ოდირის შემდეგ და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების შემდეგ სხვა სენატშიც გაისმა ციტირება ეუთო/ოდირისა, რომ საქართველოში 2020 წელს ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტულ გარემოში ჩატარებული და არაერთი განმარტებით - სამართლიანი.

და მესამე საკითხი იყო ის წლების განმავლობაში ნაციონალური მოძრაობისა და მისი მედია-საშუალებების მიერ პერმანენტულ რეჟიმში ნალაგები ცრუ ნარატივი პროდასავლურობასთან დაკავშირებით, თითქოს ვიღაცას ეჭვი უნდა შეეპაროს ამ ქვეყანაში „ქართული ოცნების“ პროდასავლურობასთან დაკავშირებით და მკაფიო განცხადება იყო ამასთან დაკავშირებით გაკეთებული, რომ 2012 წლიდან მოყოლებული ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დღიდან მოყოლებული არ ყოფილა არცერთი დღე, როცა ქართულმა ოცნებამ და ქართულმა სახელმწიფომ გადაუხვია ამ კურსს და ასეთი არც იქნება. რადგან ასეთი ფიქრადაც არ გაუვლია არავის.

განწყობებიდან და რაც მთავარია, ქართული საზოგადოების მკაფიო არჩევენიდან გამომდინარე, ეს აისახა საქართველოს კონსტიტუციაში, რაც უპრეცენდენტო მოვლენა იყო. როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ჩაწერა, რომ პროდასავლური კურსი არის დავალება ყველა სხვა ხელისუფლების მიმართ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system