თავში

სამადაშვილი: "ოცნების" ამოცანაა შეაშინოს ხალხი

სამადაშვილი: "ოცნების" ამოცანაა შეაშინოს ხალხი
სამადაშვილი: ოცნების ამოცანაა შეაშინოს ხალხი

"ოცნების" ამოცანაა შეაშინოს ხალხი, მინდა ვთხოვო ყველას, არ მოატყუებინოთ თავი, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ირაკლი კობახიძის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. 

სამადაშვილის თქმით, ხვალ, თბილისში  "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები შეიკრიბებიან და ბიძინა ივანიშვილს იმის შესახებ გააფრთხილებენ, თუ რა მოხდება 31 ოქტომბერს.

"ჩვენ ხვალისთვის ვემზადებით თბილისში მხარდამჭერების შეკრებისთვის, უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით. ჩვენ გავაფრთხილებთ ბიძინა ივანიშვნილს, იმაზე, თუ რა ელოდება 31 ოქტომბერს. ძალიან აქტიური კონსულტაციები გვაქვს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან. ყოველდღიურ რეჟიმში უამრავ ადამიანს ვესაუბრებით ვაშინგტონში, ბრიუსელში და საქართველოში წარმოდგენილ დიპლომატიურ მისიებს. 

მე შევახსენებ ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს, რომ გაყალბებულ არჩევნებს და ქართველი ხალხისთვის თავისუფალი არჩევანის უფლების წართმევას მოყვება ძალიან მკვეთრი რეაქცია, მათ შორის, შესაძლო სანქციის რეჟიმის დაწესებით ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ამიტომ, შეწყვიტეთ უსაფუძვლო ბრალდებები ოპოზიციის წინააღმდეგ", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system