თავში

"სანამ სააკაშვილი ტყვეობაშია, შერიგებაზე საუბარი აზრს მოკლებულია" - ნიკა მელია

"სანამ სააკაშვილი ტყვეობაშია, შერიგებაზე საუბარი აზრს მოკლებულია" - ნიკა მელია
სანამ სააკაშვილი ტყვეობაშია, შერიგებაზე საუბარი აზრს მოკლებულია - ნიკა მელია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, სამოქალაქო ერთობასა და შერიგებაზე საუბარი აზრს მოკლებულია.

"ახლა მნიშვნელოვანია მობილიზაცია, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საპროტესტო ხმა კიდევ და კიდევ უფრო ხმამაღლა ისმოდეს. 21 დეკემბერს ყველას გელოდებით 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე და ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილი არის ტყვეობაში, საუბარი სამოქალაქო ერთობასა და შერიგებაზე, რბილად რომ ვთქვათ, იქნება უბრალოდ აზრს მოკლებული", - განაცხადა ნიკა მელიამ. 

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით გამართულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ის პოლარიზაციის, სიძულვილისა და დაყოფის დასაძლევად ეროვნული მასშტაბის ინკლუზიურ პროცესს წამოიწყებს, სადაც მთელი საზოგადოება იქნება ჩართული. 

შერიგებასთან დაკავშირებით ცნობილია მიხეილ სააკაშვილის პოზიციაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system