თავში

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ოპოზიციას მანიპულაციაში ადანაშაულებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ოპოზიციას მანიპულაციაში ადანაშაულებს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ოპოზიციას მანიპულაციაში ადანაშაულებს

ოპოზიციის ბრიფინგიდან ეუთო/ოდირის დასკვნის გაცნობის გარეშეც ჩანს, რომ ისინი აპირებენ, ახალი ტყუილი მოახვიონ საქართველოს და ქართულ საზოგადოებას, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

როგორც მდინარაძე აღნიშნა, საზოგადოებას აინტერესებს გაგზავნილი იყო, თუ არა ე.წ. გერმანული მოდელი და ეუთო/ოდირი ამბობს თუ არა, რომ ე.წ. გერმანული მოდელი არის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში.

„ასეთი წინადადება მათ ვერ თქვეს. ახლა სიტყვების მანიპულირებით ცდილობენ, ქართველ მოსახლეობას დააჯერონ, ე.წ. გერმანული მოდელი, რომელზეც ლაპარაკობდნენ თვეების განმავლობაში, არის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში. შეუძლებელია, ეს სადმე ეწეროს. ასეთ რამეს ვერავინ დაწერდა. თვეების განმავლობაში კამათი იყო სწორედ ამაზე, თითქოს ე.წ. გერმანული მოდელი შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. ე.წ. გერმანული მოდელის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენა იყო, არის და იქნება შეუძლებელი. თუ ვინმე ცდილობს, მოატყუოს ხალხს, ჩვენ ხალხს არ მოვატყუებინებთ. ჩვენ ვნახეთ ერთი შემთხვევა გუშინწინ, როდესაც შეეცადნენ, მოეტყუებინათ ქართული საზოგადოება, რომ ბათუ ქუთელია არ იყო არსად ნახსენები კონტრაქტში, არც აპლიკაციაში და არც „ნაცების“ წარმომადგენლად ლობისტ კომპანიასთან. აღმოჩნდა, რომ იყო, რაც შემდეგ აღიარა კომპანიის ხელმძღვანელმა. მე მათ შევპირდი, რომ ტყუილს არ შევარჩენდი. იგივე ხდება დღესაც. ყურადღებით გავეცნობი ეუთო/ოდირის დასკვნას, ყურადღებით გაეცნობა მმართველი გუნდი და ხვალ აუცილებლად თავად დასკვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system