თავში

სათანადო ყურადღებას მივაქცევ - ნიკა მელია ელისაშვილზე და "გირჩის" ლიდერებზე

სათანადო ყურადღებას მივაქცევ - ნიკა მე
სათანადო ყურადღებას მივაქცევ - ნიკა მელია ელისაშვილზე და გირჩის ლიდერებზე

"ეს ადამიანები თავს რომ ოპოზიციონერებად ასაღებენ, რატომ არ ეუხერხულებათ, რა შუაში არიან ოპოზიციასთან?", - ამის შესახებ საპატიმროში მყოფმა ნიკა მელიამ "მთავარ არხთან" ინტერვიუში ალეკო ელისაშვილის, იაგო ხვიჩიას და ვახტანგ მეგრელიშვილის შესახებ განუცხადა. 

მისი თქმით, მიმდინარეობს სასოწარკვეთილი კამპანია, რომელშიც "ქართულ ოცნებასთან" ერთად ეს პოლიტიკოსებიც ეწევიან და მის მიზანს მელიას საქმესთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულების კორექტირება წარმოადგენს. 

"საუბრობენ, თითქოს, ვინაიდან მე უარი განვაცხადე მიმეღო ინდულგენცია და გამოსასყიდის თანხა არ ჩავარიცხინე ევროკავშირს, ამის შემდეგ ამოქმედდა სათადარიგო მექანიზმი - ამნისტია. წინააღმდეგ შემთხვევაში მელიას, რომ მიეღო ეს თანხა ევროკავშირისგან, ამნისტია არ იქნებოდა დღის წესრიგშიო. აი ამას ტირაჟირებს მთელი „ქართული ოცნების“ პროპაგანდა, „ქართული ოცნება“, ელისაშვილი და იაგო ხვიჩია ბრიფინგს ბრიფინგზე ატარებენ.

ვერცერთ ეტაპზე ჩემზე გამარჯვება ვერ მოიპოვეს და პირიქით, რამდენჯერაც შემომიტიეს, იმდენჯერ გამაძლიერეს. ვერც დაჭერით დამაკლეს ვერაფერი კი არა, პირიქით, ვერც სხვადასხვაგვარი ცილისწამებით და ხვდებიან, რომ ამ პრინციპებს არ გადავუხვევ და ვარ ურყევი ჩემს იდეასთან მიმართებით", - განაცხადა ნიკა მელიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system