თავში

საუბრის თემა შეეხებოდა ნიკა მელიას და მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე - პრემიერი

საუბრის თემა შეეხებოდა ნიკა მელიას და მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე - პრემიერი
საუბრის თემა შეეხებოდა ნიკა მელიას და მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გუშინ, ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან გამართული შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა და დაადასტურა, რომ სხვა საკითხებთან ერთად, განსახილველი თემა იყო ნიკა მელიას საკითხი.

"საკითხები, რომელიც გუშინ შეხვედრაზე იყო განხილული, არის ის საკითხები, რომელიც ზოგადად მუსირებს და არის განხილვის საგანი ოპოზიციური პარტიების მხრიდან. საკითხი შეეხებოდა მელიას გამოშვებას, ამაზე მე დავაფიქსირე ჩემი აზრი და ვთქვი, რომ ჩვენ არ და ვერ ჩავერევით კანონის აღსრულებაში.

მელიასა და მის ოჯახს სრული შესაძლებლობა აქვს, რომ ნებისმიერ დროს გადაიხადონ გირაო და თუ მათ ინტერესში შედის მისი ციხიდან გამოყვანა, ასეც მოხდეს,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system