თავში

სავალან მირზოევი: ყველა მოქალაქე ვალდებულია ფლობდეს ქართულ ენას

სავალან მირზოევი: ყველა მოქალაქე ვალდებულია ფლობდეს ქართულ ენას
სავალან მირზოევი: ყველა მოქალაქე ვალდებულია ფლობდეს ქართულ ენას

„საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია ფლობდეს ქართულ ენას“-ამის შესახებ განცხადება გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა სავალან მირზოევმა გააკეთა. მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქართული ენის ცოდნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწფო ენას უნდა ფლობდეს ყველა, განსაკუთრებით კი ეთნიკური უმცირესობები.

„უნდა გვესმოდეს - იცოდე სახელმწიფო ენა, ქართული ენის ცოდნა მნიშვნელოვანია ისეთ მრავალეროვან ქვეყანაში, როგორიც ჩვენი საქართველოა. თუ არ იცი სახელმწიფო ენა დისტანცირებული ხარ საზოგადოებრივ ცხოვრებას, მონაწილეობას ვერ იღებ ქვეყნის აღმშენებლობაში, არ ხარ ჩართული პოლიტიკური ცხოვრებაში. საბედნიეროდ ჩვენმა ხელისუფლებამ სახელმწიფო ენის შესწავლას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო. მე როგორც აზერბაიჯანელი ქართული ენის შესწავლასთან დაკავშირებით, თავის დროზე, პრობლემებს ვაწყდებოდი, ახლა კი ეს პრობლემები აღარ არსებობს და სახელწიფო მაქსიმალურად უწყობს ხელს ყველას, ვისაც კი სურვილი აქვს ენა ისწავლოს. მე არ მეგულება საქართველოს არცერთი მოქალაქე, რომელსაც არ სურდეს იცოდეს სახელმწიფო ენა და ამ მიმართულებით დაგეგმილი და განხორციელებულ პროექტებს თავისი სერიოზული დადებითი შედეგი მოყვა. გარდაბნის მუნიციპალიტეტში, რომელსაც წარმოვადგენ პარლამენტში, ქართული ენის მცოდნეთა რიცხვი გაზრდილია აზერბაიჯანულ მოსახლეობაში,"-განაცხადა სავალან მირზოევმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system