თავში

სერგეენკო: წინასაარჩევნო კამპანიის ლაიტმოტივი ამომრჩეველზე ზრუნვა იქნება

სერგეენკო: წინასაარჩევნო კამპანიის ლაიტმოტივი ამომრჩეველზე ზრუნვა იქნება
სერგეენკო: წინასაარჩევნო კამპანიის ლაიტმოტივი ამომრჩეველზე ზრუნვა იქნება

"მე ვფიქრობ, რომ ჩვენი წინასაარჩევნო კამპანიის ძირითადი ლაიტმოტივი ამომრჩეველზე ზრუნვა იქნება" - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" საბურთალოს ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ განუცხადა.

სერგეენკოს თქმით, მთავარი არის არა კონკურენტთან პაექრობაზე დროის ხარჯვა, არამედ იმაზე კონცენტრირება და ფოკუსირება, თუ რითი არის სესაძლებელი დაეხმარო და მხარში ამოუდგე ამომრჩეველს.

"რაც შეეხება იმას, მინისტრობიდან წასვლის შემდეგ, აქტიურ პოლიტიკას რატომ ვუბრუნდები, მაშინ ძალიან ინტენსიურად დავინტერესდი და საერთაშორისო ჯანდაცვის მინისტრების პროფესიული სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 3-4 წელიწადი, სულ ორი გამონაკლისი იყო, მე კი თითქმის 7 წელი გამომივიდა, რაც საკმარისზე მეტი იყო და მართლაც ახალი ენერგია იყო საჭირო მინისტრის პოზიციაზე. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში პოლიტიკური პარტიები გუნდურობის პრინციპით არიან წარმოდგენილები, მე ჩემი კონკრეტული ამოცანა მაქვს. ექიმის ლოგიკა არის უბრალოდ, რომ არასდროს საქართველოს ბოლო ისტორიაში, არ მინახავს პოლიტიკური პარტია, რომელმაც ასეთ სიმაღლეზე აწია ჯანდაცვის პრიორიტეტი და ამდენი რამის გაკეთება შეძლო, ვალდებულად ვთვლი თავს, რომ ასეთ გუნდს ისევ გვერდით ამოვუდგე და ფოკუსირება და კონცენტრირება ამ მიმართულებებზე გავაკეთო," - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ცნობისთვის, დავით სერგეენკო 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2018 წლის 15 ივლისამდე იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. 2018 წლის 15 ივლისიდან 2019 წლის 18 ივნისამდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

შეგახსენებთ რომ პოლიტიკურმა გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"-მ რეგიონებში და თბილისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system