თავში

სერგი კაპანაძე: ხალხში არის ცვლილებების მოლოდინი

სერგი კაპანაძე: ხალხში არის ცვლილებების მოლოდინი
სერგი კაპანაძე:  ხალხში არის ცვლილებების მოლოდინი

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, „ედისონ რისერჩის“ კვლევას ეხმაურება.

სერგი კაპანაძის თქმით, კვლევაში ჩანს, რომ ხელისუფლების მხარდაჭერამ იკლო და გაიზარდა ოპოზიციური ძალების რეიტინგი, მათ შორის, ევროპული საქართველოს. კაპანაძემ აღნიშნა, რომ როგორც ამ კვლევაში, ისე სხვა კვლევებში, ჩანს, რომ ხალხს აქვს გარდამტეხი ცვლილებების მოლოდინი.

„ამ კვლევაში ჩანს რამდენიმე საინტერესო ტენდენცია, პირველი ის, რომ შემცირდა ქართული ოცნების მხარდაჭერა და გაიზარდა ოპოზიციური ძალების რეიტინგი და მათ შორის ევროპული საქართველოს მხარდაჭერამაც ერთი პუნქტით აიწია ზევით. 

მეორე რაც ჩანს, არის ის, რომ განწყობა მთავრობის მიმართ არის ძალიან ნეგატიური და 60%-მდეა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ამბობენ, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება და რომლებიც ამბობენ, რომ შემდეგ ხელისუფლებაში არ უნდა იყოს ქართული ოცნება და უნდა იყონ სხვა პოლიტიკური ძალები. 

მაჟორიტარული ოლქების ანალიზი გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ისეთ ოლქებში, სადაც შეთანხმებული კანდიდატები არიან, მათ აქვთ ძალიან კარგი შანსი, რომ დაამარცხონ ქართული ოცნება.

საბოლოო ჯამში, ეს კვლევა, ისევე როგორც სხვა კვლევები, აჩვენებს, რომ ხალხში არის ცვლილებების მოლოდინი და ამ ადამიანებს, რომელთაც აქვთ მოლოდინი, ამბობენ, რომ არჩევნებზე მიდიან, შესაბამისად, ძალიან დიდი აქტივობა იქნება, რაც ნიშნავს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება, რომელმაც ძალიან დიდი უბედურება მოიტანა ამ ქვეყნისათვის, დასრულდება ოქტომბრის საპარლამენტო აღცევნებზე.“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, Edison Research-ის კვლევის შედეგებით, პასუხები კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები რომ დღეს ჩატარდეს, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: ქართული ოცნება - 38%; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია - 15%; ევროპული საქართველო - 6%;

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system