თავში

სერგი კაპანაძე: ხელისუფლების წერილებით, კონგრესმენების პოზიცია არ შეიცვლება

სერგი კაპანაძე: ხელისუფლების წერილებით, კონგრესმენების პოზიცია არ შეიცვლება
სერგი კაპანაძე: ხელისუფლების წერილებით, კონგრესმენების პოზიცია არ შეიცვლება

კონგრესმენების წერილი არის მნიშვნელოვანი და ყურადსაღები. ეს არ არის მხოლოდ ოთხი კონგრესმენის წერილი, როგორც ასე სამარცხვინოდ შეაფასეს უმრავლესობის წევრებმა- ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე, კონგრესმენების კრიტიკულ წერილს, რომელიც მათ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გამოუგზავნეს.

"ეს არის სირაქლემას პოზაში ყოფნა. ეს ის კონგრესმენები არიან, რომლებიც მეგობრობენ საქართველოსთან. ეს არის მთლიანად კომიტეტის პოზიცია, ყველა მნიშვნელოვანი კონგრესმენის, რომელიც საქართველოს მიმართულებით მუშაობს. ეს ადამიანები, წლებია თვალს გვადევნებენ. ახლა ხელისუფლების წერილებით, მათი პოზიცია არ შეიცვლება"- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციამ ოთხი კონგრესმენის მიერ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილი კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა, რომლის ავტორებიც ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკაული არიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system