თავში

"შეიძლება დაგვიჭირონ" - მამუკა ხაზარაძე

"შეიძლება დაგვიჭირონ" - მამუკა ხაზარაძე
შეიძლება დაგვიჭირონ - მამუკა ხაზარაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ფულის გათეთრების საქმის სამივე ბრალდებულმა სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, პროკურატურას საბრალდებო დასკვნა წინასწარ აქვს დაწერილი.

ხაზარაძე არ გამორიცხავს დაჭერასაც. 

"ამ ქვეყანაში ყველანაირი მოლოდინი მაქვს, შეიძლება დაგვიჭირონ, ამის პრობლემას პიროვნულად მე ვერ ვხედავ, მაგრამ ბრძოლა გაგრძელდება, იმიტომ რომ ამ სისტემის დემონტაჟი თუ არ გავაკეთეთ და ახალი თუ არ დავიწყეთ ამ ქვეყანაში, არაფერი გამოვა. 

დასკვნა დიდი ხნის წინაა დაწერილი. არ აინტერესებდათ არც დამაზუსტებელი და არც ის ინფორმაცია, რაც მე დეტალურად გავიარე.

უცებ დავინახეთ, რომ 30-გვერდიანი დასკვნა მზადაა. პროკურატურას საერთოდ არ აინტერესებს, რა მოხდა, წინასწარაა გამოტანილი განაჩენი. საბჭოური პროკურატურა ამ ქვეყანას მიაქანებს, კი არა ღრმად ვართ შესული დეპოში. სხდომა დავტოვე პროტესტის ნიშნად, არანაირი კავშირი ამ პროცესს არ აქვს სამართალთან", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system