თავში

"შერიგება არა და ვაჭრობა-გარიგება ნამდვილად" - დავით ჭიჭინაძე

"შერიგება არა და ვაჭრობა-გარიგება ნამდვილად" - დავით ჭიჭინაძე
შერიგება არა და ვაჭრობა-გარიგება ნამდვილად - დავით ჭიჭინაძე

"შერიგება არა და ვაჭრობა - გარიგება ნამდვილად და თან გადამგდებლებთან! მითუმეტეს, სალომე ზურაბიშვილს ამის არც მანდატი აქვს და არც ბერკეტი, კობახიძეს კი ვინ მისცა იმის უფლება, რომ ვინმეს რამე აპატიოს?! აღსარებებიც ჩაიბაროს ბარემ", - ასე ეხმაურება პარტია "ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას.

"ისე, ამ 18 წლის მანძილზე ამდენი ვალი რომ დაგროვდა ქვეყანაში, ხალხი ასე გაღატაკდა და დაბეჩავდა, ამის ჩამდენების "პატიებასაც" გულისხმობენ მავანნი?! - ეს აინტერესებთ ადამიანებს და კიდევ ის, ხვალ პოლიტიკურმა ძალებმა რომ გამოგვიცხადონ, შევრიგდითო, (უფრო სწორედ გავრიგდითო) და შემდეგ არჩევნები რომ ჩატარდება, წაგებული მხარე აღიარებს შედეგებს, თუ ისევ კრიზისში შევალთ?

მოკლედ, პოლიტიკოსების შერიგებას კი არ აქვს მნიშვნელობა, ხალხმა უნდა აპატიოს მათ და მათი ნდობა აღდგეს.

ამისთვის კი, მორალი ყველა უმსგავსობის უშუალო მონაწილემ და გამპრავებელმა არ უნდა გვიკითხოს. პირიქით, ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას და შეფასება უნდა მიეცეს ყველა მოვლენას, 1991 წიდან მოყოლებული - აი მაშინ შეიძლება ხალხთან საუბარი.

რეალურ შერიგებას და შუამავლობას რაც ეხება, ეს პოლიტიკოსებმა კი არა, ეკლესიამ უნდა ითავოს, ყველაზე დიდი ნდობა დღეს მათ აქვთ და იმიტომ", - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 16 დეკემბერს ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით გამართულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ის პოლარიზაციის, სიძულვილისა და დაყოფის დასაძლევად ეროვნული მასშტაბის ინკლუზიურ პროცესს წამოიწყებს, სადაც მთელი საზოგადოება იქნება ჩართული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system