თავში

შეშფოთებული ვართ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ახალი კანონმდებლობით - კელი დეგნანი

შეშფოთებული ვართ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ახალი კანონმდებლობით - კელი დეგნანი
შეშფოთებული ვართ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ახალი კანონმდებლობით - კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.

კელი დეგნანი დღეს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილსა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ სარჯველაძეს შეხვდა. მისი განმარტებით, პარლამენტის წევრებთან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებულ ახალ კანონმდებლობაზე ისაუბრა.

ელჩი აცხადებს, რომ მას აქვს კითხვები ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღების აუცილებლობასთან დაკავშირებით და მისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია მუხლი, რომელიც სამსახურის თანამშრომლების გათავისუფლებას ითვალისწინებს. 

დეგნანი ამბობს, რომ კომიტეტის თავმჯდომარეებმა ელჩის შენიშვნები ჩაინიშნეს.

„ჩვენ ვაფასებთ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა შევხვედროდით კომიტეტის თავმჯდომარეებს. ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ახალ კანონმდებლობასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით იმ მუხლზე, რომელიც ინსპექტორის სამსახურის მთელი გუნდის სამსახურიდან დათხოვნას ითვალისწინებს. ჩვენ ასევე გაგვიჩნდა კითხვები ამ პროცესის დაჩქარებული წესით მიღების აუცილებლობაზე. კომიტეტის თავმჯდომარეებმა გაგვცეს პასუხები და ვფიქრობ ჩაინიშნეს ჩვენი შენიშვნები, რასაც მე ვაფასებ", - განაცხადა კელი დეგნანმა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system