თავში

შეთანხმება წვლილს შეიტანს სტაბილურობის კონსოლიდაციაში - ღარიბაშვილი

შეთანხმება წვლილს შეიტანს სტაბილურობის კონსოლიდაციაში - ღარიბაშვილი
შეთანხმება წვლილს შეიტანს სტაბილურობის კონსოლიდაციაში - ღარიბაშვილი

მივესალმებით შარლ მიშელს საქართველოში! , - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს.

მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს, რომ ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს დიდ მნიშვნელობას ევროკავშირის დღის წესრიგში.

"მივესალმებით შარლ მიშელს საქართველოში! ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს დიდ მნიშვნელობას ევროკავშირის დღის წესრიგში. შეთანხმება წვლილს შეიტანს სტაბილურობის კონსოლიდაციაში და მოგვცემს შესაძლებლობას, გავამახვილოთ ყურადღება კრიტიკულ გამოწვევებზე. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი", - წერს პრემიერ-მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს, პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებას ხელი ორბელიანების სასახლეში მოეწერა.

დღეს დოკუმენტზე ხელმოწერა დააფიქსირა დამატებით კიდევ რამდენიმე პარტიის წარმომადგენელმა.

18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრებს, საქართველოს სამომავლო გზასთან დაკავშირებით ახალი დოკუმენტი წარუდგინა. მიშელის განახლებული დოკუმენტი, ხუთ პუნქტს ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system