თავში

შეზღუდვების კანონის მოქმედების ვადა 6 თვით გახანგრძლივდა

შეზღუდვების კანონის მოქმედების ვადა 6 თვით გახანგრძლივდა
შეზღუდვების კანონის მოქმედების ვადა 6 თვით გახანგრძლივდა

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის მოქმედების ვადა ექვსი თვით გახანგრძლივდა. კანონში ცვლილებების შეტანას მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 

,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილება დეპუტატებს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ გააცნო.

„დღეს ჩვენ გვიწევს ისევ შემოვიდეთ ინიციატივით, ინიციატორები ისევ ექიმები არიან, რომ გავაგრძელოთ ვადა კიდევ ექვსი თვით, რათა არ დარჩეს ცარიელი სივრცე. რეალობა არის ის, რომ მთელს მსოფლიოსთან ერთად ჩვენ გვიწევს პანდემიის რეჟიმში ცხოვრება და კრიზისს სჭირდება სწორად მართვა.

იმედი მაქვს, 6 თვის შემდეგ აღარ დაგვჭირდება კანონის მოქმედების ვადის გახანგრძლივება, თუმცა, ამისთვის საზოგადოება ვალდებულია დაიცვას ის რეკომენდაციები და წესები, რომელსაც საკონსულტაციო საბჭო გასცემს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

პროექტი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლებას აძლევს მთავრობას.

მთავრობის გადაწყვეტილებით 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაწესებული შეზღუდვები 24 დეკემბრიდან ნაწილობრივ მოიხსნა.

იხილეთ, რა შეზღუდვები დარჩა ძალაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system