თავში

შსს განცხადებას ავრცელებს

შსს განცხადებას ავრცელებს
შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპოზიციის დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყება მიმდინარე აქციების და შეკრებების დროს მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, პატივი სცენ პოლიციელთა პროფესიულ საქმიანობას, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი. 

შსს-ს განცხადებით, კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან მყისიერად იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, თბილისში, მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, 20:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დაგეგმილია საპროტესტო აქცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, დედაქალაქში მობილიზებული იქნებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო იცავს ჩვენი მოქალაქეების საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე აქციების და შეკრებების დროს მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, პატივი სცენ პოლიციელთა პროფესიულ საქმიანობას, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი. კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან მყისიერად იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება" - ნათქვამია განცხადებაში.

6 ნოემბერს რუსთავის ციხესთან გამართულ აქციაზე ენმ-ის თავმჯდორაემ, მელიამ ხელისუფლებას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადასაყვანად 24-საათიანი ვადა მისცა და თქვა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში 8 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართებოდა.

7 ნოემბრის საღამოს გამართულ ბრიფინგზე კი ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა და "ყველამ ხვალ, 8 ნოემბერს, 20:00 საათზე თავისუფლების მოედანზე თავისუფლების გამარჯვება თავისუფლების მოედნიდან უნდა დავიწყოთ".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system