თავში

საკონსტიტუციო კომისიამ, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა

საკონსტიტუციო კომისიამ, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა
საკონსტიტუციო კომისიამ,  პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა

საკონსტიტუციო კომისიამ, 2020 წლის პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა. უმრავლესობასთან ერთად ოქმს მხარი ოპოზიციამაც დაუჭირა.

ქვეყნის მასშტაბით გამართული 11 საჯარო შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარემ შეაფასა და საზოგადოებას, დისკუსიებში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას საზოგადოების მხრიდან ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს.

„საინტერესო და კონსტრუქციული შეხვედრები გაიმართა. დაახლოვდა პოზიციები ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, ასევე, პოლიტიკოსების პოზიციები დაახლოვდა საზოგადოების მოსაზრებებთან. განვიხილეთ მნიშვნელოვანი თემები და დაისვა მნიშვნელოვანი კითხვები. მოქალაქეები ინტერესდებოდნენ, თუ როგორ იქნება წარმოდგენილი რეგიონების ინტერესები პროპორციული გზით არჩეულ პარლამენტში, გაიმართა დისკუსია ბლოკებთან და ბარიერთან დაკავშირებით. ასევე, დაისვა კითხვები, თუ რამდენად შეძლებენ მომდევნო პარლამენტში თანამშრომლობას პოლიტიკური პარტიები და რამდენად შევძლებთ, გამოვიყენოთ ეს ისტორიული მომენტი, რომელიც უფრო ევროპულ, უფრო დაბალანსებულ, უფრო დემოკრატიულ და მშვიდ პოლიტიკურ კულტურაზე გადაიყვანს ქვეყანას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system