თავში

სხვა საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანა არ განიხილება - ღარიბაშვილი

სხვა საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანა არ განიხილება - ღარიბაშვილი
სხვა საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანა არ განიხილება - ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნის მიუხედავად, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში ციხის საავადმყოფოს გარდა, სხვა კლინიკაში ჰოსპიტალიზაცია არ განიხილება.

"ჩვენ მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრისგან, რომ ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში, ექიმების რეკომენდაციით, თუ მოხდება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა, ეს იქნება ციხის საავადმყოფო. სხვა დაწესებულება არ განიხილება, ეს გამორიცხულია,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში მსჯავრდებულ/ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იგეგმება. 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები კი აცხადებენ, რომ პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი ვერ იქნება.

მისივე თქმით, სამკურნალო დაწესებულება სრულად არის გამართული, რათა მოშიმშილე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართოს.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 21 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system