თავში

სოფელ წაბლანას მოსახლეობა არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს

სოფელ წაბლანას მოსახლეობა არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს
სოფელ წაბლანას მოსახლეობა არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს

ხულოში, სოფელ წაბლანას მოსახლეობა 2020 წლის  საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე უარს ამბობს.  

მათი თქმით, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოქალაქეები ხელისუფლებამ მოატყუა და დაუსრულებელი ბინები გადასცა.

,,ჩვენ 1989 წელს სტიქიის შედეგად დაზარალებულები ვართ, არაერთი აქცია გავმართეთ. გადმოგვცეს საცხოვრებელი ბინები, რომელიც  დაუსრულებელია, ჩვენ რემონტის საშუალება არ გვაქვს. ამიტომ მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ფორმას და არ მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში", - აცხადებს სოფელ წაბლანას მკვიდრი.

საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს.

საქართველო მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს - რა უნდა ვიცოდეთ 2020 წლის არჩევნების შესახებ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system