თავში

სომხეთი და რუსეთი ოკუპანტია, ესაა სიმართლე - გვარამია

სომხეთი და რუსეთი ოკუპანტია, ესაა სიმართლე - გვარამია
სომხეთი და რუსეთი ოკუპანტია, ესაა სიმართლე - გვარამია

ტელეკომპანია "მთავარის" დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეფასებას იზიარებს და აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღი ოკუპირებულია რუსულ-სომხური ტანდემის მიერ. 

მისი განცხადებით, ამასვე ამბობს საერთაშორისო სამართალი და თანამეგობრობა. 

"სრულიად ვეთანხმები. 2ჯერ ორი ოთხია რანგის სიმართლეა ამ საკითხში: ამასვე ამბობს საერთაშორისო თანამეგობრობაც და მოქმედი საერთაშორისო სამართალიც. ყარაბაღი ზუსტად ისევეა ოკუპირებული რუსულ-სომხური ტანდემის მიერ (რამაც საბოლოოდ ყველაზე მეტად სომხეთი დააზიანა და სამუდამოდ მიაბა რუსეთს და მოწყვიტა ყველაზე სტრატეგიულ მოკავშირე აზერბაიჯანს და მისი გავლით ცივილიზებულ სამყაროს), როგორც ოსეთი და აფხაზეთი - რუსეთის მიერ. და ოკუპირებული ქვეყნის მოქალაქეს უბრალოდ უფლება არ აქვს, სხვა რამე თქვას. სომხეთი და რუსეთი ყარაბაღის ოკუპანტია - ესაა სიმართლე, მათ შორის, მეცნიერულიც.

ps და საარჩევნო ხმებში ამ სიმართლის ეკვივალენტების გამოყვანა არის ბოდვაც, უსინდისობაც და ქვეშაჯვიობაც. და ბოლობოლო ჩამოყალიბდით, ამ სააკაშვილისგან სიმართლე გინდათ, ნახევრად სიმართლე, დუმილი თუ საერთოდ გაქრეს სამყაროდან. გამრავლების ტაბულა რომ დადოს (და მაგ რანგის ტექსტია ზუსტად), მაგაზეც აუშარდებით ალბათ. pps და მეზობელი სომხეთის კენჭისყრის შედეგებსაც გადახედეთ ერთი გაეროში, აფხაზეთთან და ოსეთთან დაკავშირებით. მერე აზერბაიჯანისას" - წერს გვარამია. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა და ამას ვერაფერი შეცვლის. 

აზერბაიჯანსა და სომხეთში, მთიან ყარაბაღში არსებული კონფლიქტის გამწვავების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system