თავში

სუბარის განცხადებით, გახარია თბილისის მერად კენჭისყრას ვერ გაბედავს

სუბარის განცხადებით, გახარია თბილისის მერად კენჭისყრას ვერ გაბედავს
სუბარის განცხადებით, გახარია თბილისის მერად კენჭისყრას ვერ გაბედავს

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის,სოზარ სუბარის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატად კენჭისყრას ვერ გაბედავს.

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" კონკურენციის არ ეშინია.

"ვერ გაბედავს, დაველოდოთ. ჩვენ არანაირი კონკურენციის არ გვეშინია. ზუსტად ამიტომ მოვაწერეთ ხელი 43 პროცენტიან ბარიერზე თანხმობას. თუ 43 პროცენტს ვერ ავიღებთ, ამ შემთხვევაში მზად ვართ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის. უკონკურენტო ვიქნებით, ამას მკაფიოდ ვამბობთ და დაინახავთ კიდევაც. გიორგი გახარიამ ბუნებრივია, ძალიან კარგად იცის, რა შესაძლებლობებიც აქვს",- განაცხადა სოზარ სუბარმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system