თავში

სუს-ი: ხვიჩა მღებრიშვილისთვის პატიმრობის სამი თვით გაგრძელება უკანონო ქმედებაა

სუს-ი: ხვიჩა მღებრიშვილისთვის პატიმრობის სამი თვით გაგრძელება უკანონო ქმედებაა
სუს-ი: ხვიჩა მღებრიშვილისთვის პატიმრობის სამი თვით გაგრძელება უკანონო ქმედებაა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მღებრიშვილისთვის უკანონო პატიმრობის სამი თვით გაგრძელების ფაქტს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი "ცხელი ხაზით" მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ადასტურებს. 

უწყების ცნობით, აღნიშნული წარმოადგენს უკანონო ქმედებას, რაზეც სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება. 

"აღნიშნული ე.წ. „გადაწყვეტილება“ კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას და ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კვლავ განაგრძობს მუშაობას ხვიჩა მღებრიშვილის გასათავისუფლებლად და აღნიშნულ უკანონო გადაწყვეტილებაზე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ინფორმირებას“, - აცხადებენ სუს-ში.

ცნობისთვის, მეჯვრისხეველ ხვიჩა მღებრიშვილს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ის დამნაშავედ ცნეს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system