თავში

თალაკვაძე: არის ალბათობა, რომ ყველაზე მთავარ საკითხზე შევძლოთ შეთანხმება

თალაკვაძე: არის ალბათობა, რომ ყველაზე მთავარ საკითხზე შევძლოთ შეთანხმება
თალაკვაძე: არის ალბათობა, რომ ყველაზე მთავარ საკითხზე შევძლოთ შეთანხმება

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დღევანდელმა შეხვედრამ პოლიტიკური მხარეები კიდევ უფრო დააახლოვა. 

მისივე თქმით, არის რეალური ალბათობა, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება ყველაზე მთავარ საკითხზე შეთანხმდნენ.

,,დღეს გვქონდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელმაც უფრო დაგვაახლოვა შეთანხმებასთან და არის რეალური ალბათობა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შევძლოთ შეთანხმება ყველაზე მთავარ და მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც გამოიწვევს პოლიტიკურ სტაბილურობას და გრძელვადიანი თანამშრომლობის საშუალებას მოგვცემს, ეს არის საარჩევნო რეფორმის გაგრძელება. პრაქტიკულად, ჩვენ ამ საკითხზე პოზიციები იმდენად გვაქვს დაახლოებული, რომ შესაძლებელია, ეს გახდეს შეთანხმების მთავარი საკითხი.

რა თქმა უნდა, 11 დეკემბერს შედგება საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, მანამდე უნდა გამოვიყენოთ დრო და შესაძლებლობა, რომ მოლაპარაკება დავასრულოთ წარმატებით. მომდევნო დღეებშიც იქნება ერთი ან რამდენიმე შეხვედრა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, დღეს, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ფასილიტატორ ელჩებთან ერთად, მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი გაიმართა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათი პოზიცია უცვლელია და ისინი პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება.

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახსნის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system