თავში

თალაკვაძე: კვლავ დასჭირდებათ ძალისხმევა, რომ ვითარება უსაფრთხო დარჩეს

თალაკვაძე: კვლავ დასჭირდებათ ძალისხმევა, რომ ვითარება უსაფრთხო დარჩეს
თალაკვაძე: კვლავ დასჭირდებათ ძალისხმევა, რომ ვითარება უსაფრთხო დარჩეს

"პრევენციული ღონისძიებებისა და პარლამენტის საკანონმდებლო მხარდაჭერით, მთავრობის მიერ განხორციელებული სისტემური რეაგირების შედეგად, პანდემიასთან ბრძოლის კუთხით ქვეყანაში სტაბილური ვითარება რჩება,"- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე მსოფლიოში პანდემიის კუთხით არსებულ ვითარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ამ მიმართულებით მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და ინფიცირებულთა რაოდენობა გაზრდილია.

"მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის მინისტრს, ყველა ექიმს, ეპიდემიოლოგს, ექთანს, ასევე, მოკავშირე სამსახურების წარმომადგენლებს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ, რათა ქვეყანაში არ მოხდეს Covid-19-ის ფართოდ გავრცელება.

როგორც ჩანს, ამ მიმართულებით ჩვენ მომავალშიც დაგვჭირდება განსაკუთრებული ყურადღება, მობილიზაცია და სამსახურებს. ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს და სხვა სამსახურებს კვლავ დასჭირდებათ ძალისხმევის შენარჩუნება, რომ ქვეყანაში ვითარება უსაფრთხო დარჩეს,"- განაცხადა თალაკვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system