თავში

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებები შედის

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებები შედის
თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებები შედის

ჯანდაცვის კომიტეტმა, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა. 

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებებს, რომელიც ასაწონი თამბაქოს (თუთუნის) დაბეგვრას ითვალისწინებს, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღეს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

სავარაუდოდ მომდევნო კვირაში თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებებს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს და დადგენილი პროცედურების შემდეგ ძალაში შევა.

წარდგენილი დოკუმენტით, თამბაქოს ნედლეულზე, კონკრეტულად ერთ კილოგრამზე, 60 ლარიანი გადასახადი წესდება.

კანონპროექტის ინიციატორი უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system