თავში

ტანგოს ცეკვისთვის ორია საჭირო - გიორგი ხელაშვილი

ტანგოს ცეკვისთვის ორია საჭირო - გიორგი ხელაშვილი
ტანგოს ცეკვისთვის ორია საჭირო - გიორგი ხელაშვილი

როგორც ამბობენ, ტანგოს ცეკვისთვის ორია საჭირო, შესაბამისად, პროგრესისთვის საჭიროა არა მარტო მთავრობის, არამედ ოპოზიციის კონსტრუქციულობა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

მისივე განცხადებით საქართველოში ოპოზიცია ძლიერი რომ იყოს, კონსტიტუციური და სამართლებრივი გზებით იბრძოლებდა და არა ქუჩაში.  ხელაშვილი ასევე გამოეხმაურა ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის საქართველოში ვიზიტის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტის განცხადებას. როგორც გიორგი ხელაშვილმა აღნიშნა, პავლიონისის დიპლომატიურმა მისიამ საქართველოში ფიასკო განიცა და ის არ იყო მიმართული საქართველოში კრიზისის განმუხტვისკენ.

„ოპოზიცია უნდა დაფიქრდეს, რა უნდა, უნდა მას მუდმივად ამ არაკონსტრუქციულ რეჟიმში ყოფნა, თუ უნდა მას რეალურად შედეგის მიღწევა. „ვფიქრობ, რომ ჟიგიმანტას პავილიონისის ქცევა და საქციელი არ იყო მიმართული საქართველოში კრიზისის განმუხტვისკენ. ფაქტია, რომ ამან კიდევ უფრო გაამწვავა ის ხმაური, ის გარკვეული გაუგებრობა, რაც დაკავშირებულია საქართველოში მიმდინარე პროცესებთან. მე არ მიმაჩნია, რომ მისი მისია იყო კონსტრუქციული, მათ შორის, გუშინდელი მისი დაპირისპირება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან ვირტუალურად. ასე რომ, თავისთავად ლიეტუვის პრეზიდენტის განცხადება არის სრულიად ადეკვატური, მან მოუწოდა თავის ერთ-ერთ პოლიტიკოსს, რომ ნუ ამწვავებს ურთიერთობებს საქართველოს შიგნით და ნუ ამწვავებს ურთიერთობებს საქართველოსა და ლიეტუვას შორის. ფიასკო გაიცადა პავილიონისმა თავისი დიპლომატიური მისიით და ეს ფიასკო ვერ დააზარალებს საქართველო -ლიეტუვის ურთიერთობებს, რომელიც უკვე 30 წელს ითვლის“,- განაცხადა ხელაშვილმა.

ცნობისთვის, ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას შეფასებით, პავილიონისმა თავისი ვიზიტით ლიეტუვის, როგორც შუამავლის იმიჯი დაზარალდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system