თავში

ტარიელ ნაკაიძის პარლამენტში შესვლას მივესალმები - ვაშაძე

ტარიელ ნაკაიძის პარლამენტში შესვლას მივესალმები - ვაშაძე
ტარიელ ნაკაიძის პარლამენტში შესვლას მივესალმები - ვაშაძე

ტარიელ ნაკაიძის პარლამენტში შესვლას მივესალმები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ღირსეული გადაწყვეტილება მისი მხრიდან, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ის არ ადევნებს თვალს იმ ოპოზიციური პარტიების პოზიციას, რომლებიც შალ მიშელის დოკუმენტს გაემიჯნნენ და არ აინტერესებს შევლენ თუ არა ისინი პარლამენტში.

"მე ტარიელ ნაკაიძეს პირადად ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ მიხარია, რომ ის იმ რელიგიური უმცირესობის ინტერესების დამცველი იქნება საქართველოს პარლამენტში, რომელიც პარლამენტს აკლდა. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პიროვნებების პარლამენტში ყოფნა და იმედი მაქვს, რომ გვექნება სიღრმისეული თანამშრომლობა იმ არაერთ საქმესთან და ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც გვჭირდება. 

რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც გაემიჯნნენ თუ შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით სხვადასხვა პოზიციებს აფიქსირებენ, სიმართლე გითხრათ, მე დიდად აღარ ვადევნებ თვალს ამ საკითხს, ნაკლებად მაინტერესებს შევლენ თუ არ შევლენ, მოაწერენ ხელს თუ არა. დამთავრდა განხილვის პროცესი, ახლა ყველამ საკუთარი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ევროპული თანხმობის დოკუმენტზე უარის თქმა არის დიდი პოლიტიკური შეცდომა და ამას ამომრჩეველი არჩევნებზე საკადრის პასუხს გასცემს" - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, ტარიელ ნაკაიძემ "ევროპული საქართველო" დატოვა და პარლამენტში შევიდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system