თავში

თბილისის 8-ვე მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური იქნება

თბილისის 8-ვე მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური იქნება
თბილისის 8-ვე მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური იქნება

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების მიხედვით თბილისის ყველა მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური იქნება. ამ დროის მონაცემებით, დათვლილია ხმების 68.13%. სახელისუფლებო პარტიის კანდიდატები რვიდან 7 ოლქში ლიდერობენ.

გლდანის საარჩევნო ოლქში ნიკა მელიასა და ლევან კობიაშვილს შორის სხვაობა ხმების 0.7%-ია. 

დიდუბის რაიონში კი მეორე ტურში გასასვლელად სახელისუფლებო კანდიდატთან ერთად ზურა ჯაფარიძე და ანა დოლიძე იბრძვიან, რომელთა შედეგებს შორის სხვაობა ხმების მინიმალური რაოდენობაა. 

50%-იან ბარიერს ამ დრომდე ვერცერთი კანდიდატი ლახავს. 

ამ დროისთვის, მონაცემები ასეთია:

#1 მთაწმინდა-კრწანისის რაიონი: ბექა ოდიშარია (ქართული ოცნება) 47.7% - შალვა შავგულიძე (ევ. საქ) 28.69%

#2 ვაკე: ნოდარ ტურძელაძე (ქართული ოცნება) 41.46% - ელენე ხოშტარია (ევ. საქ) 36.37%

#3 საბურთალო: დავით სერგეენკო (ქართული ოცნება) 44.17% - ალეკო ელისაშვილი (მოქალაქეები) 18.73%

#4 ისანი: კახა კახიშვილი (ქართული ოცნება) 47% - ხატია დეკანოიძე (ენმ) 25.45%

#5 სამგორი: სოზარ სუბარი (ქართული ოცნება) 46.61% - ლევან ხაბეიშვილი (ენმ) 38.23%

#6 დიდუბე-ჩუღურეთი: გია ვოლსკი (ქართული ოცნება) 44.91% - ანა დოლიძე (დამოუკიდებელი) 19.75% - ზურა ჯაფარიძე (გირჩი) 19.47%

#7 ნაძალადევი: მიხეილ ყაველაშვილი (ქართული ოცნება) 45.12% - შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია) 25.17%

#8 გლდანი: ნიკა მელია (ენმ) 43.8% - ლევან კობიაშვილი (ქართული ოცნება) 43.1%

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system