თავში

თბილისში დღეს ორი საპროტესტო აქცია გაიმართება

თბილისში დღეს ორი საპროტესტო აქცია გაიმართება
თბილისში დღეს ორი საპროტესტო აქცია გაიმართება

დღეს, 17 ნოემბერს თბილისში პარლამენტთან და რესპუბლიკის მოედანზე  აქციები გაიმართება. 

 რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. აქცია 15 საათზე დაიწყება.

წინასწარი ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიები მოითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, მთავრობის გადადგომას, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლასა და პოლიტპატიმრების უპირობო, დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

რესპუბლიკის მოედანზე აქცია 17 საათზე დაიწყება. ალიანსის ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით,  "პატრიოტთა ალიანსი" უწყვეტი საპროტესტო აქციების რეჟიმზე გადადის. აქციების მთავარი მოთხოვნა იქნება - „ქართულმა ოცნებამ“ დატოვოს ხელისუფლება".

ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ საპროტესტო აქცია რუსთაველზე მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტი ჩააგდო, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

დაპირება, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით 2020 წელს ჩატარდებოდა, ნაცვლად 2024 წლისა, 20-21 ივნისის აქციების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system