თავში

კალაძე: სააკაშვილის რეჟიმის დროს, ჩვენ ამ სისტემით მოვედით ხელისუფლებაში

კალაძე: სააკაშვილის რეჟიმის დროს, ჩვენ ამ სისტემით მოვედით ხელისუფლებაში
კალაძე: სააკაშვილის რეჟიმის დროს, ჩვენ ამ სისტემით მოვედით ხელისუფლებაში

თბილისის მერმა კახა კალაძემ, ახალი ავტობუსების წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საარჩევნო სისტემაზეც გააკეთა კომენტარი. 

მისი თქმით, ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც გამარჯვების შანსი აქვს  "ქართული ოცნებაა" და არჩევნების უკვე არსებული სისტემაც იძლევა საშუალებას, გაიმარჯვოს მან, ვისაც ხალხის მხარდაჭერა აქვს.

"ქართულმა ოცნებამ, შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობაც კი აიღოს, დანარჩენი ვის რამდენი პროცენტი შეხვდება, რთულია პროგნოზირება. ოპოზიციის გადასაწყვეტია, როგორ იმოქმედებენ, მთავარია შევჯერდეთ საარჩევნო სისტემაზე, ჩვენი მხრიდან შეთავაზებულია კომპრომისული ვარიანტი 100/50, თუ ისინი არ დათანხმდებიან ამ ვარიანტს, არჩევნები ჩატარდება არსებული წესით. საერთოდ, არჩევნებს საარჩევნო სისტემა არ იგებს, არჩევნებს იგებს ხალხი. შეგახსენებთ, სააკაშვილის დროს, როდესაც მისი რეჟიმი დაპატრონებული იყო ყველაფერს, მედია არ იყო თავისუფალი, ჩვენ ამ პირობებში, არსებული სისტემით მოვახერხეთ და მოვედით ხელისუფლებაში",  - განაცხადა კახა კალაძემ

შეგახსენებთ, დღეს თბილისის მერმა 40 ერთეული ISUZU-ს მარკის ახალი ავტობუსები წარადგინა, რომლებიც მოსახლეობას დღეიდანვე მოემსახურებიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system