თავში

ტიკარაძე: თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდება, დღეს მიღებული გადაწყვეტილება გადაიხედება

ტიკარაძე: თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდება, დღეს მიღებული გადაწყვეტილება გადაიხედება
ტიკარაძე: თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდება, დღეს მიღებული გადაწყვეტილება გადაიხედება

"თუ 5 ქვეყანასთან საზღვრის უპირობოდ გახსნის შემდეგ ეპიდსიტუაცია გაუარესდება, დღეს მიღებული გადაწყვეტილება გადაიხედება,"- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით,  ყოველ კვირას დააკვირდებიან იმ მდგომარეობას, თუ რა შედეგები იქნება მიღებული და ევროკავშირის ქვეყნებთან განხილული იქნება თავიდან, თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯები.

"აქედან გამომდინარე იქნება შეტანილი ცვლილებებიც იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც დღეს არის მიღებული.

ჩვენ გვაქვს გარკეული შუქნიშანი, სადაც არის მოცემული სამი კომპონენტი: ქვეყანაში საწოლების რაოდენობა და მათი დატვირთვა, ინფექციის გავრცელების კოეფიტიენტი და ასევე ბოლო ორი კვირის მანძილზე დაფიქსირებული გავრცელება ქვეყანაში. ვაკვირდებით ამ შუქნიშანს და იმ შემთხვევაში, თუ მდგომარეობა მძიმდება, ვიღებთ იმ გადაწყვეტილებებს, რომ შევზღუდოთ გარკვეული ფრენები და ასევე შიდა რეგულაციებიც გავამკაცროთ", - აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველო საზღვარს ამ ეტაპზე უპირობოდ გაუხსნის 5 ქვეყანას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system