თავში

თქვენი დასასრულის დასაწყისია ის, რაც ჩაიდინეთ - ვასაძე

თქვენი დასასრულის დასაწყისია ის, რაც ჩაიდინეთ - ვასაძე
თქვენი დასასრულის დასაწყისია ის, რაც ჩაიდინეთ - ვასაძე

ლევან ვასაძე ყველა იმ ჟურნალისტისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრის დასჯას მოითხოვს, რომელიც მისი შეფასებით, ტრადიციებს შეურაცხყოფს და ნინოწმინდის საკითხის გაშუქებისას "წვლილი მიუძღვის ცილისწამებაში". 

"მოვითხოვთ, ჩატარდეს გამოძიება და ის ჟურნალისტი, ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი, ვისაც წილი მიუძღვის ცილისწამებაში და შეურაცხყოფაში ჩვენი ტრადიციისა, დასჯილი იყოს კანონის შესაბამისად. თქვენი დასასრულის დასაწყისია ის, რაც ჩაიდინეთ თქვენ ამ დღეებში", - თქვა ლევან ვასაძემ.

ლევან ვასაძე მეუფე სპირიდონის მხარდამჭერ აქციაზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. მან სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას, გადადგომა მოითხოვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system