თავში

პრემიერი: 2019 წელი მნიშვნელოვანი იყო საქართველო-ნატოს თანამშრომლობისთვის

პრემიერი: 2019 წელი მნიშვნელოვანი იყო საქართველო-ნატოს თანამშრომლობისთვის
პრემიერი: 2019 წელი მნიშვნელოვანი იყო საქართველო-ნატოს თანამშრომლობისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  2019 წელი შეაჯამა. როგორც მთავრობის მეთაურმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მიმდინარე წელი მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო ასპარეზზე ურთიერთობებისთვის. 

,,წელს ჩვენ გავხდით ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და სრულად უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, იმისთვის, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, ჩვენს მეგობრებს, ჩვენს კოლეგებს გავაცნოთ ის მიღწევები დემოკრატიზაციის, რომელიც გვაქვს ქვეყანაში. 

ამავდროულად, უნდა გვახსოვდეს რომ 2019 წელი იყო უაღრესად მნიშვნელოვანი წელი საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობის და პარტნიორობის თვალსაზრისით. ეს იყო უაღრესად მდიდარი წელი ერთობლივი ვარჯიშებით, რომლის რაოდენობაც იყო უპრეცედენტო. ასევე არ უნდა დაგვავიიწყდეს, რომ 2019 წელს ნატოს და საქართველოს თანამშრომლობაში გაჩნდა ახალი განზომილება - შავი ზღვის უსაფრთხოება, რომელიც აძლევს საქართველოს შესაძლებლობას, კიდევ ერთი მიმართულებით გაუწიოს ნატოს უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორობა. ეს არის ჩვენი მისია შავ ზღვაში, ვიყოთ უსაფრთხოების გარანტები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system