თავში

ცესკო-ში ოპოზციის საჩივრების განხილვა ხმაურით მიმდინარეობს

ცესკო-ში ოპოზციის საჩივრების განხილვა ხმაურით მიმდინარეობს
ცესკო-ში ოპოზციის საჩივრების განხილვა ხმაურით მიმდინარეობს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სადაც ოპოზციის საჩივრების განხილვა მიმდინარეობს, ხმაურია. 

"ევროპული საქართველოს" წევრი ხათუნა გოგორიშვილი სხდომაზე შევიდა და ცესკო-ს თავმჯდომარეს მათ მიერ მომზადებული საჩივრების განხილვა მოსთხოვა.

თამარ ჟვანიამ მათ 30 საჩივრის განხილვისთვის 20 წუთი მისცა, რასაც "ევროპული საქართველოს" წევრების პროტესტი მოჰყვა. ისინი განსაზღვრულ დროს არასაკმარისად მიიჩნევენ.  

ამის შემდეგ, ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ სხდომაზე, სადაც ოპოზიციის საჩივრებს განიხილავენ, ხათუნა გოგორიშვილის გაძევების საკითხი დააყენა. 

შეგახსენებთ, რომ ცესკო-ში შემაჯამებელი სხდომა მიმდინარეობს, სადაც საჩივრებს საბოლოოდ განიხილავენ. ოპოზიცია 30-ვე ოლქის შემაჯამებლე ოქმს ასაჩივრებს.

ცესკო-ს სხდომის პარალელურად საპროტესტო აქცია იმართება. შენობასთან სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები იმყოფებიან.

სამოქალაქო აქტივისტები პროტესტს სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ. ადგილზე მიტანილი აქვთ პლაკატები თამარ ჟვანაიასა და ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system