თავში

დეპუტატების ნაწილი პარლამენტში უკვე მივიდა

დეპუტატების ნაწილი პარლამენტში უკვე მივიდა
დეპუტატების ნაწილი პარლამენტში უკვე მივიდა

ამ წუთებში, პარლამენტში ,,ქართული ოცნების" დეპუტატების ნაწილი უკვე მივიდა. კანონმდებლები შენობაში ერთ-ერთი თავისუფალი შესასვლელიდან შევიდნენ. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი უნდა იყოს და სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობას ხელი არ უნდა შეეშალოს. 

,,ჩემი პასუხისმგებლობა არის ის, რომ მივიღო სხდომებში მონაწილეობა და მივიღო ის კანონები, რომელიც სახელმწიფოს სჭირდება", - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ. 

დეპუტატები ამბობენ, რომ პოლიცია ამ წუთებშიც და გამთენიისასაც, როცა აქციის მონაწილეები დაშალა, წესრიგს იცავდა და კვლავ დაიცავს.

,,უზრუნველვჰყოთ უმაღლესი საკლანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირება, ჩვენ ვასრულებთ ჩვენ ვალდებულებას ოპოზიცია თავისას. თუ იქნება ქვორუმი ჩატარდება სხდომა და ბუნებრივია პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას. პოლიცია იცავდა და ამ წუთებშიც იცავს წესრიგს, რომ არ მოხდეს პარალიზება და სახწელმწიფომ გააგრძელოს ფუნქციონირება", - განაცხადა მერაბ ქვარაიამ. 

შეგახსნებთ, აქცია რუსთაველის გამზირზე, გუშინ 19:00 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. სპეცრაზმი საკანონმდებლო ორგანოსთან დილის 05:00 საათზე გამოჩნდა. მათ აქციის მონაწილეებს პარლამენტის შესასვლელები დაატოვებინეს. გამოიყენეს წყლის ჭავლიც. რუსთაველის გამზირი მეეზოვეებმა დაასუფთავეს. აღდგენილია საავტომობილო მოძრაობაც.

პარლამენტში დღეს ბიუროსა და პლენარული სხდომებია ჩანიშნული. აქციის მონაწილეებიის მიზანია, დეპუტატები პარლამენტში არ შეუშვან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე28 ადამიანი დააკავეს.

უწყების ცნობით,დაშავებულია 3 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system