თავში

"წითელმა ჯვარმა" საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაჭრილი ზაზა გახელაძის მონახულება ვერ შეძლო

"წითელმა ჯვარმა" საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაჭრილი ზაზა გახელაძის მონახულება ვერ შეძლო
წითელმა ჯვარმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაჭრილი ზაზა გახელაძის მონახულება ვერ შეძლო

მცდელობის მიუხედავად "წითელი ჯვრის" წარმომადგენლებმა გუშინ ცხინვალის ჰოსპიტალში მოთავსებული ზაზა გახელაძის მონახულება ვერ შეძლეს. 

ცხინვალი უარის რამდნიმე მიზეზს ასახელებდა, მათ შორის ერთ-ერთი პანდემიის გამო ჰოსპიტალში საგანგებო რეჟიმია.

გუშინ "წითელი ჯვრის" წარმომადგენლები ოჯახის წევრებს შეხვდნენ და უთხრეს, რომ ზაზა გახელაძეს მოინახულებდნენ. 

ოჯახის წევრების ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაჭრილი და დაკავებული ზაზა გახელაძე მათ ტელეფონით დაუკავშირდა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია. 

33 წლის ზაზა გახელაძე, 11 ივლისს ე.წ. გამყოფ ხაზთან გაიტაცეს და ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს. თუმცა მანამდე ის ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს. გახელაძე ამჟამად ცხინვალის საავადმყოფოშია მოთავსებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system