თავში

თუ სამი კანდიდატიდან ერთი მაინც წააგებს, პოლიტიკიდან წავალ - კობახიძე

თუ სამი კანდიდატიდან ერთი მაინც წააგებს, პოლიტიკიდან წავალ - კობახიძე
თუ სამი კანდიდატიდან ერთი მაინც წააგებს, პოლიტიკიდან წავალ - კობახიძე

თუ ჩვენი სამი კანდიდატიდან, კობიაშვილი,  სუბარი და ქადაგიშვილი  რომელიმე ერთი  მაინც ვერ მოიგებს არჩევნებს, მე პოლიტიკიდან წავალ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, თუ "ქართული ოცნების" სამივე კანდიდატი არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვებს, მაშინ ნიკა გვარამია უნდა წავიდეს ქართული მედია სივრციდან და პოლიტიკიდან.

"გუშინ დაიდო მონაცემები ე.წ. IPSOS-ის, რომლის მიხედვითაც ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი არჩევნებს იგებენ პირველ ტურში, მარტივად მინდა გითხრათ ერთი რამ, თუ ჩვენი სამი კანდიდატიდან: კობიაშვილი გლდანში, სოზარ სუბარი სამგორში და ქადაგიშვილი თელავის, ახმეტის, ყვარელის, ლაგოდეხის ოლქში თუ რომელიმე ერთი მათგანი მაინც ვერ მოიგებს არჩევნებს, მე პოლიტიკიდან წავალ. ხოლო თუ სამივე მოიგებს, შევთანხმდეთ, რომ ნიკა გვარამია ქართული მედიიდან და პოლიტიკიდან წავიდეს", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, კვლევა, რომელიც IPSOS საფრანგეთმა „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩაატარა, ასახავს მოსახლეობის განწყობას პოლიტიკური პარტიების მიმართ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system